რუსული სამთავრობო მედია „ტასსი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას აღარ იქნება სავალდებულო რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა.
განაცხადების გაკეთება რუსეთის მიერ აფხაზეთში გახსნილ „დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“ იქნება შესაძლებელი.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი 9-10 მაისს მოსკოვში იმყოფებოდნენ და პუტინს შეხვდნენ.
ფორუმი