18 მაისს ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ხმების 30,9%-ით პირველ ადგილზეა მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის, ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი.
29,8% აქვს კანდიდატს ოპოზიციური პარტიიდან „კანონი და სამართალი“, მემარჯვენე-კონსერვატორ კაროლ ნავროცკის.
ხმების 14,9%-ით მესამე ადგილზეა ნაციონალისტური პარტიის, „კონფედერაციის“ ლიდერი სლავომირ მენცენი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 ივნისს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ პირველ და მეორე ადგილებზე გასული რაფალ ტშასკოვსკი და კაროლ ნავროცკი.
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვლის კონსერვატორ ანჯეი დუდას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.
ფორუმი