Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზედიზედ მესამე ღამეა რუსეთის ჯარები კიევს უტევენ


რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2025 წლის 25 მაისი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2025 წლის 25 მაისი

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ზედიზედ მესამე ღამეა კიევი რუსეთის შეტევას იგერიებს. ტკაჩენოკს ინფორმაციით, გასულ ღამით დრონებით თავდასხმა ექვს საათს გაგრძელდა. კიევის დნეპრის რაიონში დაზიანებულია სახლები. მსხვერპლი არ არის.

სულ მცირე ოთხი კერძო სახლი დაზიანდა კიევის ოლქის ბორისპოლის და ფასტოვსკის რაიონებში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არავინ დაშავებულა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი კერძო სახლი დაინგრა და რამდენიმე დაზიანდა ოდესის ოლქშიც. მსხვერპლი არ არის.

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს 25 მაისსაც. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 4 - კიევის ოლქში.

უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 96 უპილოტო საფრენი აპარატი და დილით - კიდევ 7. ყველაზე მეტი, 31 - ბრიანსკის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 6 დრონი მოიგერიეს მოსკოვის მახლობლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG