ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას; ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულების დახმარებას”, - აღნიშნულია 1 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტექსტის თანახმად, “ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“.
ფორუმი