„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, - წერია შსს-ის განცხადებაში.
რომან ქარცივაძის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება. რადიო თავისუფლება მისი ბიოგრაფიული მონაცემების მოსაპოვებლად შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ზვიად ხარაზიშვილი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცა - როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მათგან ამ დრომდე დასჯილი არავინაა.
„ხარებას“ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. ორივე ამ ქვეყნის სანქცია ჰქონდა შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც, რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა.
გომელაურის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრად გელა (გეკა) გელაძე დანიშნა. ამის შემდეგ შსს-ში დაიწყო საკადრო ცვლილებები.
ფორუმი