Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა ინდოეთთან კონფლიქტის შემდეგ თავდაცვის ბიუჯეტი 20%-ით გაზარდა


ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირება მაისის დასაწყისში განიმუხტა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის შემდეგ.
ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირება მაისის დასაწყისში განიმუხტა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის შემდეგ.

სამშაბათს პაკისტანმა 20%-ით გაზარდა თავდაცვის ხარჯები მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ბიუჯეტი 7%-ით შემცირდა.

ერთი თვის წინ პაკისტანი და ინდოეთი ხანგრძლივი ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტურისტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ინდოეთმა პასუხისმგებლობა პაკისტანს დააკისრა, პაკისტანმა კი ბრალდება უარყო.

ამას მოჰყვა რამდენიმეკვირიანი დაძაბულობა და ორმხრივი თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით, რამაც საზღვრის ორივე მხარეს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ეს იყო ყველაზე ინტენსიური დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ. დაპირისპირება მაისის დასაწყისში განიმუხტა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის შემდეგ - ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლი შეწყვიტეს.

ინდოეთმა თებერვალში თავდაცვის ხარჯები 9.5%-ით გაზარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG