ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიის დამფუძნებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 6 ივლისს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი). წაყენებული ბრალით, მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა“, - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
- „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს - ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, - განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
- „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
- „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - განაცხადეს კომპანიებმა.
ფორუმი