ბაქო და ერევანი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებას ცდილობენ.
სომხეთის მთავრობის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურების მიერ გავრცელებული ფოტოს მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ვიცე-პრემიერები.
აბუ-დაბიში დღევანდელი მოლაპარაკების წინ მედიით გავრცელებული ცნობებით, აზერბაიჯანი და სომხეთი განიხილავენ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის, საზღვრების დემარკაციის და სხვა ჯერჯერობით გადაუწყვეტელ საკითხებს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტი 1990-იან წლებში დაიწყო მთიანი ყარაბაღის გამო. აზერბაიჯანმა ამ რეგიონზე კონტროლი სამხედრო ძალით დაიბრუნა და 2023 წლის სექტემბერში სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.
ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა რეგიონის დაცლა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან.
აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე. მხარეები ხელშეკრულების ტექსტზე 2025 წლის მარტში შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტი ოფიციალურად გაფორმებული არ არის.
ფორუმი