Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა


რუსეთის ჯარებმა ხარკოვზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს 7 ივლისსაც.
რუსეთის ჯარებმა ხარკოვზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს 7 ივლისსაც.

დღეს დილით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.

ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი.

დრონებით დარტყმა იყო ხარკოვის ცენტრზე, სადაც ტერეხოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები და სამშობიარო სახლის შენობა.

მერის თანახმად, კლინიკაში მყოფები არ დაშავებულან. მათ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

განახლება: დილის 11 საათისთვის ხარკოვის საოლქო პროკურატურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მწვავე სტრესული რეაქციის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა სამ ახალნამშობიარებ ქალს და სამ ჩვილს.

ხარკოვზე რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო 7 ივლისსაც, დაიღუპა 1 და დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი. დაინგრა და დაზიანდა სახლები და სხვა შენობები, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.





ფორუმი

XS
SM
MD
LG