22 წლის კაცს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება.
ხოლო მეორე ადამიანი დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, "გამოძიებით დგინდება, რომ 22 წლის კაცმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ.-ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო მკვლელობაში ბრალდებულის თანმხლები კაცი, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ფორუმი