„დღეს პარიზში გაიმართება სირია-ისრაელის უსაფრთხოების შეხვედრა და მას ტომ ბარაკი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა დიპლომატმა, რომელიც გულისხმობდა სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს.
დიპლომატმა დასძინა, რომ ტექნიკურად საომარ ურთიერთობაში მყოფი ორი ქვეყნის მინისტრები, შაიბანი და დერმერი ხვდებიან ერთმანეთს. აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებები სირიის ახალ ხელისუფლებასა და ისრაელს შორის ამ დონეზე პირველი შეხვედრა იქნება. ტექნიკურად, ორი ქვეყანა 1948 წლიდან საომარ ურთიერთობაშია.
ისრაელმა სირიის გოლანის მაღლობები 1967 წელს დაიპყრო.
ფორუმი