Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დნეპრს შეუტია, არის მსხვერპლი


სავაჭრო ცენტრი დაიწვა დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დარტყმის შემდეგ.
სავაჭრო ცენტრი დაიწვა დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დარტყმის შემდეგ.

25-26 ივლისს, ღამით რუსებმა უკრაინის ქალაქ დნეპრს (უკრაინულად დნიპრო) შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს უმძიმესი ღამე იყო. ოლქზე განხორციელდა მასშტაბური ერთობლივი შეტევა", — განაცხადა ლისაკმა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა და 26 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე მათგანი მიზანში მოხვდა.

„დნეპრში“,– თქვა ლისაკმა, – „ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა. მაღალსართულიანი შენობა დაინგრა, დაზიანდა საწარმოო ობიექტი, გაჩნდა ხანძარი, მათ შორის მანქანების პარკინგზე. გაჩნდა ხანძარი კომერციულ დაწესებულებებზეც და კირქვის საშრობ ტერიტორიებზე".

ფორუმი

XS
SM
MD
LG