საპროტესტო აქცია მოეწყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, სადაც რუსეთის სამხედროები ასპარეზობენ.
„დღეს ჩვენსა და რუს სამხედროებს შორის დგას ქართველი პოლიციელი და ჩვენს ნაცვლად მათ იცავენ“, - თქვა დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დემონსტრანტებმა მიიტანეს ბანერები წარწერებით: „ისინი ფარიკაობენ თბილისში და ხოცავენ [ადამიანებს] უკრაინაში“, „სპორტი პოლიტიკაზე მაღლაა?! ეს დახოცილებს უთხარით“, „მასობრივი საფლავებისთვის მედლები არ გაიცემა“, „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, „ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ“ და ა.შ..
- ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს
- რუს მოფარიკავეებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურად ასპარეზობის უფლება წლების შემდეგ მიეცათ;
- რუსეთის დელეგაციაში 24 სპორტსმენია, ნაწილი - სამხედრო ჩინით. დემონსტრანტების ინფორმაციით, მათგან 17 არის სამხედრო მოსამსახურე.
- თბილისში ჩამოსული რუსი მოფარიკავეების ერთი ნაწილი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ "არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს" [ЦСКА]-ს წარმოადგენს.
- ისინი სანქცირებული არიან უკრაინის მთავრობის მიერ.
- ისინი მხარს უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ და პუტინის პოლიტიკას.
ფორუმი