განცხადება მოჰყვა ღაზის, რომელსაც, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს ოფიციალურად (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) ჰამასის მართავს, ცნობას, რომ ისრაელთან თითქმის ორწლიანი ომის დროს 60 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
29 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში, გამოვიდა მოწოდებით, რომ ღაზის სექტორში დახმარების ნაკადი "ოკეანედ უნდა იქცეს".
მან თქვა, რომ ღაზის ჰუმანიტარული კატასტროფაა და ეს არ არის გაფრთხილება, "ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება“, - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
სურსათის უსაფრთხოების ფაზის კლასიფიკაციის ინტეგრირებულმა ინიციატივამ (IPC) განაცხადა, რომ ღაზაში ჰაერიდან სურსათით დახმარება საკმარისი არ იქნება „ჰუმანიტარული კატასტროფის“ თავიდან ასაცილებლად.
ღაზაში „ახლა შიმშილი მძვინვარებს ყველაზე უარესი სცენარით”, - განაცხადა ორგანიზაციების ჯგუფმა, რომელსაც გაერო უჭერს მხარს და რომელიც არასრულფასოვანი კვების მეთვალყურეობის სამსახურს წარმოადგენს.
IPC-მა განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების „დაუყოვნებელი, შეუფერხებელი“ მიწოდება „შიმშილისა და სიკვდილიანობის“ სწრაფად მზარდი შემთხვევების შეჩერების ერთადერთი გზაა.
ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა 2 მარტს დაუწესა, მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა. მაისის ბოლოს, მან დახმარების მცირე ნაკადის განახლება დაიწყო, შიმშილის ტალღის შესახებ გაფრთხილებების ფონზე.
IPC-მ განაცხადა, რომ მისი უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ „ღაზის სექტორის უმეტეს ნაწილში“ „შიმშილის ზღვარი“ მიღწეულია. მისივე თანახმად, სწრაფად იზრდება შიმშილით გამოწვეული მცირეწლოვანი ბავშვების სიკვდილიანობა
„აპრილიდან ივლისის შუა რიცხვებამდე 20 000-ზე მეტი ბავშვი მოათავსეს სამკურნალოდ, ხოლო 3000-ზე მეტი არასრულფასოვანი კვების მძიმე შემთხვევაა. “ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ, „17 ივლისიდან სულ მცირე 16 გარდაცვალების შემთხვევაა აღნუსხული“, - განაცხადა IPC-მ 29 ივლისს.
ჯგუფი თვლის, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა“ სიკვდილიანობის მზარდი რაოდენობის შეჩერების ერთადერთი გზაა. „ახლავე უმოქმედობა სექტორის დიდ ნაწილში მასობრივ სიკვდილს გამოიწვევს“, - განაცხადა მან.
შაბათ-კვირას ისრაელმა გამოაცხადა არმიის ოპერაციების „ტაქტიკური პაუზა“ ღაზის ნაწილებში და 120-ზე მეტი სატვირთო მანქანით საკვების შეტანა დაუშვა, ზოგიერთმა ქვეყანამ - იორდანიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა - ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე საკვები საჰაერო გზით ჩამოყარა.
თუმცა გარდა იმისა, რომ ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, საჰაერო გზით მიწოდება არასაკმარისი იქნება „ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად“, თვლის IPC-ი. საკვების საავტომობილო გზით მიწოდება „უფრო ეფექტური, უსაფრთხო და სწრაფია“, - წერს ჯგუფი და გვაფრთხილებს, რომ მწვავე არასრულფასოვანი კვების შედეგად ყველაზე დაუცველ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, „ესაჭიროებათ მუდმივი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე წვდომა".
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Medico International-ის წარმომადგენელმა, რიად ოთმანმა, Deutschlandfunk-ს განუცხადა, რომ საჰაერო გზით სურსათის მიწოდება არაზუსტია, ძვირია და ღაზაში საჭირო რაოდენობის დახმარება ამ გზით ვერ ჩავა.
ოთმანმა აღნიშნა, რომ წარსულში საჰაერო გზით დახმარების მიწოდების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა.
გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო, UNRWA, აცხადებს, რომ მომავალში 2.1 მილიონი მოსახლეობის შიმშილის თავიდან ასაცილებლად დღეში 500-600 სატვირთო მანქანაა საჭირო.
მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ მოელოდა ყოველდღიურად 100 სატვირთო მანქანის შეყვანას, მაგრამ მხოლოდ ამის ნახევარი იყო დაშვებული და ამასთან, ვერ შეძლო მაისში დახურული სასიცოცხლო მნიშვნელობის საცხობებისა და საზოგადოებრივი სამზარეულოების ხელახლა გახსნა.
ფორუმი