Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან


30 ივლისს რუსეთის ჯარებმა დრონებით შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე
30 ივლისს რუსეთის ჯარებმა დრონებით შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე

რუსეთის ჯარებმა 30 ივლისს უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. ქალაქ ხარკოვში და დნეპროპეტროვსკის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში სამი ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია სახლები და სუპერმარკეტი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში დანგრეულია სატრანსპორტო საწარმო და დაზიანებულია რკინიგზის სადგური. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, ერთი ადამიანი დაშავდა მეჟევსკის რაიონშიც, სადაც დაზიანებულია ორი სამოქალაქო საწარმო.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 78 დრონი, მათგან 8 - რეაქტიული. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში მოიგერიეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი. შვიდ ადგილზე დაფიქსირებულია 27 დრონით პირდაპირი დარტყმა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, 30 ივლისს უკრაინული დრონით დარტყმა იყო ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლზე, სადაც 10 ბინა და ფასადი დაზიანდა.

გლადკოვის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტ რჟევკაში.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ 30 ივლისს უკრაინული დრონით დარტყმა იყო ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთ მრავალბინიან სახლზე
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ 30 ივლისს უკრაინული დრონით დარტყმა იყო ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთ მრავალბინიან სახლზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ტრადიციულად დილაობით აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინული დრონების „გზად დაჭერასა და განადგურებაზე“ ბელგოროდის ოლქის შესახებ არაფერი უთქვამს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG