Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის ნაპირებთან 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა


ფოტო არქივიდან. სამუშაოს მაძიებელი ეთიოპიელი მიგრანტები ელოდებიან ნავში ჩასხდომას საუდის არაბეთში ჩასვლის იმედით
ფოტო არქივიდან. სამუშაოს მაძიებელი ეთიოპიელი მიგრანტები ელოდებიან ნავში ჩასხდომას საუდის არაბეთში ჩასვლის იმედით

იემენის ნაპირებთან, ადენის ყურეში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი.

BBC და Associated Press-ი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ ნავში მყოფი 150-ზე მეტი ეთიოპიელი მიგრანტიდან 68-ის ცხედრები ნაპოვნია. 12 გადარჩა, დანარჩენები დაკარგულად ითვლებიან.

იემენის ხელისუფლების ცნობით, ნავი 3 აგვისტოს ამოტრიალდა და ჩაიძირა აბიანის პროვინციის ნაპირებთან, სადაც კატასტროფის დროს ცუდი ამინდი იყო.

იემენი რჩება ძირითად მარშრუტად აფრიკის ქვეყნების მცხოვრებთათვის, რომლებიც სამუშაოს საძიებლად მიემართებიან საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებისკენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წელს ამ გზით ისარგებლა 60 ათასზე მეტმა მიგრანტმა. 49 დაიღუპა. 140 დაკარგულად ითვლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG