Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპში კაცმა ყოფილ ცოლს აალებადი ნივთიერება შეასხა - ქალი კლინიკაში გადაჰყავთ


საილუსტაციო ფოტო
საილუსტაციო ფოტო

კასპში კაცმა ყოფილ ცოლს აალებადი ნივთიერება შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კაცი შემთხევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19 -109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ქალი მკურნალობის მიზნით სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

განახლება:

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა განცხადება კაცის დაკავების შესახებ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული"..

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG