Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე ჩაგუნავამ 18 წლის ლექსო რაზმაძე 2000 ლარით დააჯარიმა


ლექსო რაზმაძის დაკავება
ლექსო რაზმაძის დაკავება

​მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 18 წლის ლექსო რაზმაძე, რომელიც პროევროპულ აქციაზე გუშინ, 6 ნოემბერს, დააკავეს, 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბერს, გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას: წვრილმან ხულიგნობასა (166-ე) და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე).

ლექსო რაზმაძე დაკავების დროს შეუძლოდ გახდა, თუმცა პოლიციამ ასფალტიდან ძალის გამოყენებით წამოაყენა და ავტომობილით გადაიყვანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG