Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაერში მყარი ნაწილაკები შეინიშნება - გარემოს ეროვნული სააგენტო


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2,5) კონცენტრაცია შეინიშნება. უწყების ცნობით, 24 ნოემბრის მონაცემებით, მსგავსი ნაწილაკები აღმოჩენილია ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სადგურზე.

„[დაბინძურება] განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

PM10 მსხვილი 10-მიკრომეტრიანი და PM2,5 წვრილი 2,5-მიკრომეტრიანი მყარი ნაწილაკები ჰაერში ხვდება სამრეწველო გამონაბოლქვიდან, ავტომობილების გამოყოფილი ნამწვიდან, მტვრიდან, სტიქიური მოვლენების დროს, კვამლის ან ჭვარტლის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG