Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ლიპეცკის რეგიონში ნავთობის საწყობს და კოსტრომაში არსენალს დაარტყა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ძალებმა შორ მანძილზე მოქმედი დრონებით იერიში მიიტანა რუსეთის ორ რეგიონზე.

დაარტყეს ნავთობის საწყობს ლიპეცკის რეგიონში და რაკეტებისა და საბრძოლო მასალის საწყობს კოსტრომის ოლქში.

ინფორმაცია ამის შესახებ 6 იანვარს გაავრცელეს კიევის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, სააგენტო Reuters-ისა და “უკრაინსკაია პრავდის” მეშვეობით.
მათი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა, ხოლო არსენალში ძლიერი აფეთქებები მოხდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG