Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში ქალის მკვლელობისთვის ბრალი წარედგინა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ კაცს

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

მოკლედ

  • პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის მკვლელობისთვის.
  • გამოძიების თანახმად, კაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დანით მოკლა, თანაცხოვრების პერიოდში, მას უზღუდავდა განათლების მიღების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, მუშაობისა და პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას.
  • ისინი ერთად 2018 წლიდან ცხოვრობდნენ.
  • პროკურატურა ამბობს, რომ კაცი მუდმივად აკონტროლებდა ქალის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი, ერთი თვის წინ კი, მის ბინაში, ფარულად, სამეთვალყურეო კამერებიც დააყენა.

ქალის მკვლელობა 5 თებერვალს მოხდა გარდაბანში. ქალი დანით მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დახმარების მიღებამდე დაიღუპა. ბრალდებული 40 წლის კაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავად გამოცხადდა პოლიციაში და დანაშაული აღიარა. პროკურატურის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ჩანს, რომ კაცზე გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის დარღვევასაც მას ასევე ედავება გამოძიება.

კაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG