ადგილობრივი მედიასაშუალება „გურიის მოამბე“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ 55 წლის კაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს მას შემდეგ, რაც ქელეხიდან გამოვიდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჯერ მხოლოდ მომხდარი ფაქტის კვალიფიკაციაზე საუბრობენ - საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ფორუმი