ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, ტრამპის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ცრუ და უსაფუძვლო იყო.
"ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, რომელიც თავისი წინამორბედებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად რადიკალური და ბევრად ჭკვიანია, ახლახან სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა!" — განაცხადა ტრამპმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, ვის ესაუბრა.
სანამ სოციალურ ქსელში პოსტს გააზიარებდა, ტრამპმა "ახალი პრეზიდენტი" ასევე ახსენა Reuters-თან ინტერვიუში.
ირანს ახალი უზენაესი ლიდერი ჰყავს - მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობა მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გასულ თვეში საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს მამამისი, აიათოლა ალი ხამენეი. ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა თანამდებობა 2024 წლის ივლისში დაიკავა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას განიხილავს, "როდესაც ჰორმუზის სრუტე ღია, თავისუფალი და გასუფთავებული იქნება. მანამდე კი ჩვენ ირანს უგზო-უკვლოდ გავანადგურებთ".
ფორუმი