პუტინმა ეს სტუმარს უთხრა დასავლეთისკენ ერევნის გადახრასთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე.
სომხეთმა ბოლო წლებში თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართულება შეცვალა ნაწილობრივ იმიტომ, რომ მოსკოვი სამხედრო გზით არ ჩაერია, როცა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ეთნიკური სომეხი სეპარატისტების წინააღმდეგ შეტევა დაიწყო.
ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ 2024 წელს გაყინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ალიანსის, CSTO-ს წევრობა და იმავე წელს გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესი, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება მოსკოვთან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას განიხილავს და ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად მშვიდად ვართ“, - განაცხადა პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას.
„მაგრამ აშკარა უნდა იყოს ის, რომ ... ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან საბაჟო კავშირში ყოფნა შეუძლებელია”, - თქვა პუტინმა და განმარტა: ამ გაერთიანებების არსის გამო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იცოდა, რომ ამ ორ კავშირში ყოფნა შეუთავსებელია, თუმცა „ჯერჯერობით“ შესაძლებელია, რომ ორივე გზას მიჰყვეს.
„როდესაც პროცესები იმ დონემდე განვითარდება, რომ გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ვგულისხმობ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მივიღებთ“, - თქვა მან.
მოსკოვი და ერევანი ფორმალურად მოკავშირეები არიან, მაგრამ ფაშინიანის მმართველობის დროს მათი ურთიერთობები სულ უფრო და უფრო დაიძაბა.
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა წელს გაფრთხილება გამოთქვა, რომ „გარე აქტორები“ ცდილობდნენ სომხეთის პოლიტიკაში ჩარევას, რაც ანალიტიკოსების აზრით, რუსეთზე მინიშნება იყო.
ფორუმი