მილიარდერ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) კონფიდენციალურად შეიტანა განაცხადი აქციების პირველადი განთავსების (IPO) შესახებ, იტყობინება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
მათი მონაცემებით, კომპანია 75 მილიარდამდე დოლარის მოზიდვას ვარაუდობს. ეს შესაძლოა ისტორიაში აქციების ყველაზე დიდი პირველადი განთავსება გახდეს Saudi Aramco-ს 2019 წელს განთავსებული 29 მილიარდი დოლარის შემდეგ.
მედიასაშუალებებმა ადრე მასკის კომპანიის მიერ დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის მოზიდვის გეგმების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
განთავსება, სავარაუდოდ, ივნისში მოხდება, რათა დაემთხვეს ილონ მასკის დაბადების დღესა და პლანეტების აღლუმს.
წყაროების ცნობით, აქციების პირველადი განთავსების მომზადებაში მონაწილეობდნენ უმსხვილესი ბანკები, მათ შორის Bank of America, Citigroup-ი, Goldman Sachs-ი, JPMorgan Chase-ი და Morgan Stanley.
ფორუმი