Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ირანმა გარიგება უნდა მიიღოს, "სანამ ძალიან გვიან არ არის"

დაბომბვის შედეგად დანგრეული ხიდი, რომელსაც თეირანი და ქარაჯი უნდა დაეკავშირებინა. ხიდი ორჯერ დაიბომბა 2 აპრილს.
დაბომბვის შედეგად დანგრეული ხიდი, რომელსაც თეირანი და ქარაჯი უნდა დაეკავშირებინა. ხიდი ორჯერ დაიბომბა 2 აპრილს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მის თანახმად, ასახავს, როგორ იბომბება ყველაზე დიდი ხიდი ირანში და განაცხადა, რომ ირანმა გარიგება უნდა მიიღოს, "სანამ ძალიან გვიან არ არის".

“ირანში უდიდესი ხიდი დაინგრა და მას ვეღარასდროს გამოიყენებენ — დეტალები მოგვიანებით! დროა, ირანმა გარიგებას მიაღწიოს, სანამ ძალიან გვიანი იქნება და სანამ არაფერი დარჩენილა იმისგან, რაც ჯერ კიდევ შესაძლოა დიდებულ ქვეყნად იქცეს! - დაწერა ტრამპმა თავის პოსტში.

საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" ცნობით, საჰაერო იერიშების ქვეშ მოყვა ირანის დედაქალაქ თეირანსა და დასავლეთით მდებარე ქალაქ ქარაჯს შორის მდებარე საავტომობილო ხიდი, რომელიც არ ჯერ არ იყო გახსნილი. სააგენტო დასძენს, რომ პირველადი შეფასებით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა და იერიში ქარაჯის სხვა რაიონებზეც იქნა მიტანილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG