Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური პროკურორი პემ ბონდი. იგი მისი მუშაობით იმედგაცრუებული იყო, განსაკუთრებით გარდაცვლილი სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპსტინის ფაილების გამოქვეყნების გამო.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპის უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი ბონდის პოზიცია გახდა - პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ გენერალური პროკურორი საკმარისი სისწრაფით არ მოქმედებდა მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

იუსტიციის დეპარტამენტს დროებით უხელმძღვანელებს გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანში, ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

პოსტში ტრამპმა ბონდი შეაქო, როგორც „დიდი ამერიკელი პატრიოტი და ერთგული მეგობარი“, რომელმაც ზედამხედველობა გაუწია „დანაშაულის წინააღმდეგ მასშტაბურ დევნას“. ტრამპის თქმით, ბონდი მალე კერძო სექტორში გადავა სამუშაოდ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG