რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - თუმცა რა ობიექტია უშუალოდ გამორიყული, რა მახასიათებლებით, უწყებაში ამ ეტაპზე არ ამბობენ.
World Military-ს თანახმად, ადგილობრივები ამბობენ, რომ დრონი ზღვამ გამორიყა "სოკარის" ტერმინალის სიახლოვეს, სანაპირო ზოლზე.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით.
ეს მუხლი გულისხმობს „ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას“. კერძოდ:
- ნებადართული მარშრუტის, მითითებული ფრენის სიმაღლის, დაჯდომის ადგილის, საჰაერო ჭიშკრის დაუცველობა ან ფრენის საერთაშორისო წესის სხვა დარღვევა;
- იგივე ქმედება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასახლებულ უბანს.
პირველი ნაწილი ჯარიმით, შინაპატიმრობით ან მაქსიმუმ ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება, მეორე კი - მაქსიმუმ ორ წლამდე პატიმრობით.
ამავე სამხედრო ბლოგის ავტორის ვარაუდით, ეს ობიექტი უნდა იყოს „რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონი“.
მისი ვარაუდითვე, ის ან ტექნიკური ხარვეზის გამო ან უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად, შავ ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ყულევთან გამორიყა.
ფორუმი