მოლდოვაში, კიშინიოვის სასამართლომ 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერს, ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს.
იგი დამნაშავედ ცნეს საბანკო მაქინაციებში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებაში.
პროკურატურა 25 წლით პატიმრობას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. პლაჰოტნიუკი მანამდე დანაშაულს არ აღიარებდა.
მსჯავრდადებულის იურისტები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ის მოსამართლეებზე დიდი პოლიტიკური წნეხის პირობებში მიიღეს.
პლაჰოტნიუკის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეზე.
2025 წლის 25 სექტემბერს საბერძნეთიდან ექსტრადიციის შემდეგ პლახოტნიუკი კიშინიოვის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.
პლაჰოტნიუკი მოლდოვის ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. მას მიიჩნევენ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანად და ასევე 2010-იანი წლების ყველაზე გავლენიან ფიგურად. მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა 2019 წლის ივნისში - როცა პოლიტიკური კრიზისის გამო მთავრობა გადადგა.
კიშინიოვმა მის სახელზე დაპატიმრების ორდერები გასცა სისხლის სამართლის სამი საქმის საფუძველზე. 2025 წლის თებერვალში მასზე ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
2023 წელს მოსკოვის სასამართლომ პლაჰოტნიუკს დაუსწრებლად შეუფარდა ოცწლიანი პატიმრობა, ქონების კონფისკაციით. საქმე ეხებოდა 2013-2014 წლებში რუსეთიდან 126 მილიარდი რუბლის გატანას.
ევროკავშირმა პლაჰოტნიუკი სანქციების სიაში შეიყვანა.
ფორუმი