Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია" რუსეთში ტერორისტების სიაში ჩაწერეს

ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. 27 აგვისტო, 2022.
ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. 27 აგვისტო, 2022.

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა [Росфинмониторинг] "ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია" [ЧРИ] და მისი სტრუქტურები ტერორისტებისა და ექსტრემისტების ნუსხაში შეიტანა.  

2026 წლის დასაწყისში, „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ ცნო გროზნოს სასამართლომ და აკრძალა როგორც თავად ჩრი, ასევე ევროპულ ქვეყნებში არსებული მისი 29 წარმომადგენლობა.

რუსეთის ფსბ-ს ვერსიაა, რომ "იჩქერიის" ფილიალები ევროპის 14 ქვეყანაში მოქმედებს. გროზნოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ მწვანე შუქი აუნთეს სამართლებრივ დევნას - "იჩქერიასთან" დაკავშირებული ნებისმიერი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ისედაც იდევნებოდნენ. გამოცხადდა, რომ ჩრი-სთან დაკავშირებულ ყველა ძალოვანს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.

ბოლო პერიოდში ფსბ აცხადებდა, რომ "იჩქერიას" მართავს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი დისიდენტი ახმედ ზაკაევი; ხოლო მისი მებრძოლები უკრაინასთან რუსეთის ომში უკრაინის მხარეს იბრძვიან და ასევე ჩართული იყვნენ დივერსიულ ოპერაციებში, რუსეთის ტერიტორიაზე.

ზაკაევი სეპარატისტული იჩქერიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. რუსეთთან მეორე ომში ის საველე მეთაური გახდა. 2001 წელს რუსეთმა ზაკაევს ტერორიზმში დასდო ბრალი და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2003 წელს ლონდონის სასამართლომ ზაკაევის ექსტრადიციაზე რუსეთს უარი უთხრა.

დიდ ბრიტანეთში მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. 2024 წელს ზაკაევის წინააღმდეგ რუსეთში კიდევ ერთი საქმე აღძრეს - მოხალისეთა ბატალიონის შექმნისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ამ დროს ის ტერორისტებისა და ექსტრემისტების ნუსხაში შეიყვანეს

იჩქერიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა და მისი პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი გახდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებას რუსეთის მხრიდან ორი ომი და სასტიკი სისხლისმღვრელი ანგარიშსწორება მოჰყვა. ჯოხარ დუდაევი 1996 წლის 22 აპრილის ღამეს გროზნოდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელ გეხი-ჩუსთან მოკლეს - ბომბდამშენ სუ-24-იდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმით.



ფორუმი

XS
SM
MD
LG