Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედამ ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში მცირეწლოვანი შვილი მოკლა

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, 8 წლის ბიჭს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული (საილუსტრაციო ფოტო).
რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, 8 წლის ბიჭს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული (საილუსტრაციო ფოტო).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 43 წლის ქალმა 8 წლის შვილი მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია; გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება პატიმრობით 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი, რომელსაც ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG