Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს არ მოსწონს „სომხეთის ფლირტაობა კიევთან“

ფოტოზე: ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და ნიკოლ ფაშინიანი
ფოტოზე: ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და ნიკოლ ფაშინიანი

მოსკოვი ეჭვებს გამოთქვამს, რომ ტრადიციული მოკავშირე სომხეთი, - რომლის ხელისუფლებაც ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთისკენ სვლაზე საუბრობს, - „ჭეშმარიტი მოკავშირე“ აღარ არის და არ მოსწონს მისი „კიევთან ფლირტაობა“.

6 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ფადეევმა განაცხადა:

„[სომხეთის პროდასავლური] ხაზი და მისი უდავოდ დემონსტრაციული ფლირტი კიევის რეჟიმთან, სერიოზულ ეჭვებს ბადებს სომხეთის მმართველი წრეების მზადყოფნასთან დაკავშირებით რუსეთთან ჭეშმარიტად მოკავშირეობრივი თანამშრომლობისთვის“.

„ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ჩვენს ურთიერთობებს ცალმხრივ ქუჩად აღიქვამს. რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ სომხური მხარე უფრო დაბალანსებულ და რეალისტურ მიდგომას გამოავლენს“, - თქვა მან.

„ერევანი უარს ამბობს მოსკოვთან ექსკლუზიურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა ფადეევმა და დასძინა: „ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებამდე, კარგი იქნება, გაეცნოთ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების სამართლებრივ საფუძვლებს, სადაც ნათლად წერია, ვის ვისი და რამდენი მართებს“. მან ერევანი ასევე „შანტაჟში“ დაადანაშაულა.

  • სომხეთის რესპუბლიკამ, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირე იყო, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აირჩია დასავლეთთან დაახლოების კურსი;
  • ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი აწესებს შეზღუდვებს სომხეთიდან ექსპორტირებულ სხვადასხვა საქონელზე;
  • ეკონომიკური სანქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად მოითხოვა, რომ ერევანმა ჩაატაროს რეფერენდუმი, რათა გადაწყვიტოს, ქვეყანა ევრაზიულ კურსს მიჰყვება თუ ევროპულს;
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საკითხი სახალხო კენჭისყრამდე მხოლოდ მაშინ მივა, როდესაც ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს წარადგენს.
  • 4-5 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტი და ასევე სომხეთისა და ევროკავშირის ორმხრივი სამიტი; ერევანში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამაც კრემლი ასევე გააღიზიანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG