ტაილანდის დედაქალაქთან მდებარე სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს პედაგოგები და მოსწავლეები.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე მოზარდმა მოკლა სულ მცირე, სამი პედაგოგი და სამი მოსწავლე.
დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი. მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტრაგედია 7 აგვისტოს მოხდა ბანგკოკთან მდებარე სკოლა დებსირინ ნონტჰაბურში, რომელიც პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად ითვლება და სამი ათასამდე მოსწავლე ჰყავს.
ეჭვმიტანილი 14 წლის ბიჭია, რომელმაც, პოლიციის ცნობით, სკოლაზე თავდასხმამდე სახლში მოკლა ბებია და ბაბუა. ცეცხლსასროლი იარაღი სავარაუდოდ, ბაბუის იყო.
სკოლაში სროლის შემდეგ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მიყენებული ჭრილობების გამო კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მოტივი, რომელმაც ტრაგედია გამოიწვია, ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი