7 წლამდე ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა მკვიდრმა იმავე დღეს იპოვა, სავარაუდოდ, დედის ცხედარი კი მაშველებმა იპოვეს 7 აგვისტოს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას.
„დედამ შვილის გადარჩენა სცადა“
უბედური შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში მოხდა.
ადგილობრივი გამოცემა „თაიმერის“ ცნობით:
- ახალგაზრდა დედამ, ელიკო სახეიშვილმა, ორი მცირეწლოვანი შვილი მდინარეზე წაიყვანა.
- ერთ-ერთი შვილი, - 7 წლამდე ასაკის ბიჭი, - მოულოდნელად წყალში ჩახტა და, სავარაუდოდ, მალევე წაიღო ძლიერმა დინებამ.
- მისი გადარჩენა დედამ სცადა და დინებას გაჰყვა.
„თაიმერი“ იუწყება, რომ მაშველებმა ქალის ცხედარი 7 აგვისტოს, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის მოშორებით იპოვეს.
ადგილზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება - თანასოფლელები, ოჯახის ახლობლები და სხვები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ფორუმი