Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა ტოდ ბლანში დაამტკიცა გენერალურ პროკურორად

ტოდ ბლანში იუსტიციის სამინისტროში. ვაშინგტონი, 5 აგვისტო, 2026.
ტოდ ბლანში იუსტიციის სამინისტროში. ვაშინგტონი, 5 აგვისტო, 2026.

აშშ-ის სენატმა ხმათა მცირე უპირატესობით დაამტკიცა გენერალურ პროკურორად ტოდ ბლანში. ბლანში მანამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი იყო.

ის აპრილიდან ასრულებდა გენერალური პროკურორის მოვალეობას. სენატმა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მისი კანდიდატურა შაბათს დაამტკიცა 50 ხმით 49-ის წინააღმდეგ. ბლანშის წინააღმდეგ ხმა მისცეს რესპუბლიკელმა სენატორებმა სიუზან კოლინზმა და ლიზა მერკაუსკიმ. დემოკრატთაგან ყველამ წინააღმდეგ მისცა ხმა.

Reuters-ი დასრულებულ პროცედურას ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის წევრების დამტკიცების პროცესებს შორის „ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ბრძოლად“ აფასებს. სააგენტო კერძოდ მიუთითებს ორივე პარტიაში არსებულ შეშფოთებაზე ტოდ ბლანშის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე ბლანში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ტრამპის ერთგულ მოკავშირედ მიიჩნევა.

ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე ბლანში მისი დაცვის იურიდიული გუნდის წევრი იყო ნიუ-იორკში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხებოდა პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხების დამალვის მიზნით საქმიანი დოკუმენტების გაყალბების ბრალდებებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG