Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბელგოროდის მესვეურთა ცნობით, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა დრონებით თავდასხმას

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა უკრაინის დრონებით თავდასხმას, 2026 წლის 9 აგვისტო, საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის ბელგოროდის ოლქში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა უკრაინის დრონებით თავდასხმას, 2026 წლის 9 აგვისტო, საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის დრონებმა 9 აგვისტოს, ღამით დრონებით იერიში მიიტანეს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე. თავდაპირველად ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ შუვაევი სამი დაღუპულის შესახებ იუწყებოდა, შემდეგ ოპერატიულმა შტაბმა გაიგო, რომ თავდასხმას ემსხვრპლა ხუთი ადამიანი. დაშავებულია 25 პირი.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ოთხი წლის ბიჭი საავადმყოფოში მოხვდა, გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანებებით. თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლს და ორ მანქანას. დაზიანდა სულ მცირე ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, სოციალური და კომერციული ობიექტები.

დრონების შეტევაზე იუწყებიან ბაშკირეთის მესვეურებიც - მათი ინფორმაციით, იერიშების სამიზნე იყო უფაში მდებარე საწარმოები. მთავრობის მონაცემებით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG