Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააპატიმრეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები

მოსკოვში დააპატიმრეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები, 2026 წლის 9 აგვისტო, საილუსტრაციო ფოტო
მოსკოვში დააპატიმრეს დრონების მწარმოებელი ფირმის დირექტორები, 2026 წლის 9 აგვისტო, საილუსტრაციო ფოტო

8 აგვისტოს, საღამოს მოსკოვის კუზმინის რაიონულმა სასამართლომ დააპატიმრა კომპანია Drone Solutions-ის ყოფილი და ამჟამინდელი დირექტორები, ირაკლი ხაზალია და ვიაჩესლავ ბარბაროვი. როგორც გამოცემა "კომერსანტი" წერს, ისინი ეჭვმიტანილი არიან განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, სასჯელი შესაძლოა იყოს 10 წლამდე პატიმრობა.

საქმის დეტალები საჯარო არ არის. კომპანია 2018 წელს დაარსდა და აწარმოებს უპილოტო სისტემებს, ასევე მათ პროგრამულად უზრუნველყოფს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ე.წ. "კომპიუტერული მხედველობით". კომპანიის საიტზე წერია, რომ მისი პროდუქციაა "მძლავრი სენსორული სისტემები ნებისმიერი ამოცანების გადაჭრისთვის: შორეულ დისტანციებზე სამიზნეების აღმოჩენიდან - ზუსტ კარტოგრაფიამდე და სრულ სიბნელეში მუშაობამდე". ჩამოთვლილია ამგვარი დრონებისა და სისტემების გამოყენების სფეროები - ძალოვანი სტრუქტურები, დაცვა და საგენგებო ვითარებები, ასევე ენერგეტიკა, ნავთობისა და გაზოს სექტორი, სატყეო მეურნეობა და ზღვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG