რუსეთის ბანკმა ბირჟებზე საჯარო ბრუნვისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის ნუსხაში შეიტანა Bitcoin-ი, Ethereum-ი და Tether USDT-ი. ამ განცხადებით სამშაბათს გამოვიდა უწყების პრესსამსახური. დოკუმენტისთვის შენიშვნების და დანამატების გაგზავნა ცენტრალურ ბანკში 24 აგვისტომდეა შესაძლებელი - წერს "კომერსანტი".
განცხადების თანახმად, მითითებული აქტივების შესყიდვა არაკვალიფიციური ინვესტორებისთვის შესაძლებელი იქნება ნებისმიერ შუამავალთან - ბროკერთან, კრიპტოვალუტის გადამცვლელთან ან მმართველთან - წელიწადში 300 ათასი რუბლის (დაახლოებით 3640 დოლარი) ოდენობით.
კვალიფიციური ინვესტორები შეუზღუდავად შეძლებენ შეისყიდონ ყველა კრიპტოვალუტა, რომლითაც ვაჭრობა იქნება საბირჟო და არასაბირჟო ბაზრებზე.
გარიგებების დადებამდე ყველა ინვესტორმა, სტატუსი მიუხედავად, უნდა გაიაროს ტესტირება და გაეცნოს რისკს, რომელსაც მოიცავს კრიპტოაქტივებში ინვესტირება - წერს ბანკი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 4 აგვისტოს ხელი მოაწერა კანონს "ციფრული ვალუტის და ციფრული უფლებების" შესახებ, რომელიც რუსეთში კრიპტოვალუტის ბრუნვის მართვას მიემართება. კანონი მიმდინარე წლის 1 სექტემბერს უნდა ამოქმედდეს - რამდენიმე პუნქტის გამოკლებით.
ფორუმი