მან 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში დაწყებული ომი „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა და კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში „საქართველოს ჩართვაზე“. რუსოფობიის მაგალითებად მან დაასახელა 2023 წელს რუსი ტურისტების Astoria Grande-ს კრუიზერით შემოსვლა და რუსეთის მოქალაქეების ქორწილის დროს ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას აქცია.
რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული - ბოლო ომი 2008 წელს დაიწყო და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადა. აგვისტოს ომიდან წელს 18 წელი გავიდა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად... ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას“ - მისი თქმით, ამ კამპანიას შედეგი არ მოჰყოლია და რუსი ტურისტების ნაკადი არ შემცირებულა.
„გარეთ პარტნიორები, შიგნით აგენტურა - ყველა ერთად ცდილობს, რომ გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, მათ ვერ მიაღწიეს „მეორე ფრონტის“ გახსნას - ადრეც ასე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი. შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე - ეს იყო სანქციების დაწესება, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა - როცა ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე. ამას მოაყოლეს სამი რუსოფობიული კამპანია...
ტურისტების წინააღმდეგ იყო პირდაპირ მიმართული ეს კამპანია. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს... იმიტომ ვერ გააღვივეს, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია ისე, როგორც ქსენოფობია...“ - თქვა ირაკლი კობახიძემ პროსახელისუფლებო „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.
რამდენიმე დღეს პროსახელისუფლებო არხები ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები „რუსოფობიის“ წახალისებაზე საუბრობენ - მზადდება სიუჟეტები იმ ხელოვანების შესახებ, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ღონისძიება გამართეს.
„ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ 4 აგვისტოს „ფეისბუკში“.
- „ქართული ოცნების“ მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოს ადის;
- ასე მოხდა ომის მე-18 წლისთავზეც. პარტიის ლიდერებმა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით 8 აგვისტოს შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
- 7 აგვისტოს მივიდნენ ომში დაღუპულების პატივის მისაგებად მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
- „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა“.
ფორუმი