„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად“, - დაწერა ვიბლიანის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ 12 აგვისტოს ფეისბუკზე.
- 2026 წლის ზაფხულში, - მომხდარიდან 35 წლის შემდეგ - პოლიციამ გამოძიება დაიწყო 90-იან წლებში სვანეთში 9 წლის ბავშვის სისტემატური გაუპატიურების შემთხვევაზე;
- გაუპატიურების საქმეს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
- ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა ის ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა ამ ისტორიის შესახებ რამე იცოდნენ.
- ივნისში დაუკავშირდა გამომძიებელი 43 წლის ნატა ვიბლიანს, ქალს, რომელიც ამბობს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი.
- ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
ფორუმი