Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 4 ტურისტი დაიღუპა, სამაშველო ოპერაცია გრძელდება - ავტოსაგზაო შემთხვევა გომისმთის გზაზე

გომისმთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. არის მსხვერპლი. საილუსტრაციო ფოტო
გომისმთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. არის მსხვერპლი. საილუსტრაციო ფოტო

12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ავარია მოუვიდა მიკროავტობუსს, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა. არის მსხვერპლი.

"ტვ პირველის" ცნობით, მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას 22:40 საათისთვის დაუდასტურეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანის გარდაცვალება.

არიან დაშავებულებიც.

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შსს-ში ადასტურებენ, რომ ავტომობილში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. „ტვ პირველის“ ცნობით, ისინი ბელარუსები იყვნენ.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, - რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG