Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ 130-მდე დრონით იყო თავდასხმა, არიან დაღუპულები და დაჭრილები

უკრაინა აცხადებს, რომ 130-მდე დრონით იყო თავდასხმა, არიან დაღუპულები და დაჭრილები. 2026 წლის 13 აგვისტო. საილუსტრაციო ფოტო
უკრაინა აცხადებს, რომ 130-მდე დრონით იყო თავდასხმა, არიან დაღუპულები და დაჭრილები. 2026 წლის 13 აგვისტო. საილუსტრაციო ფოტო

13 აგვისტოს ღამეს, რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 133 დრონი, მათგან 111 ჩამოაგდეს - იუწყება უკრაინის არმიის საჰაერო ძალები.

ოდესის ოლქში თავდასხმის შედეგად დაიჭრა 18 წლის ქალი. ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, ის მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში.

თავდასხმა იყო სამგზავრო მატარებელზეც, იუწყება "უკრაინის რკინიგზა". წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი - მემანქანე და მისი დამხმარე.

"საფრთხის მიუხედავად, ლოკომოტივის ბრიგადა განაგრძობდა მატარებლის მართვას, რათა 340 მგზავრს უსაფრთხოდ დაეტოვებინა ვაგონები. ყველა მგზავრი და მატარებლის ბრიგადა ევაკუირებულია, მათ შორის დაშავებულები არ არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

იზმაილის მერი იუწყება მასშტაბურ თავდასხმაზე. მისი თქმით, ქალაქის ნაწილი დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ოდესის ოლქის პორტ რენიში დარტყმა განხორციელდა უკრაინის საზღვაო ძალების მართვის პუნქტზე, იზმაილის პორტში - უკრაინის არმიის დროებითი დისლოცირების პუნქტსა და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

ღამით თავდასხმა იყო ჩერნიგოვის ოლქშიც, დაშავდა 10 წლის ბავშვი, ცეცხლი გაუჩნდა შენობებს - იუწყება უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური.

ხარკოვის ოლქის სოფელ ვერბოვკაში თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG