Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის კრივოი როგზე რუსეთის მორიგ თავდასხმას

ფოტო არქივიდან - მსხვერპლი მოჰყვა კრივოი როგზე რუსეთის შეტევას აგვისტოს დასაწყისშიც  - 3 აგვისტო, 2026 წელი
ფოტო არქივიდან - მსხვერპლი მოჰყვა კრივოი როგზე რუსეთის შეტევას აგვისტოს დასაწყისშიც - 3 აგვისტო, 2026 წელი

ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში - რუსეთის ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმისხმის შედეგად. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა ავრცელებს.

თავდასხმა გამთენიისას მოხდა - ადგილობრივი დროით 4:25 საათზე.

“მტერმა 2 რაიონს 20-ზე მეტჯერ შეუტია უპილოტო საფრენი აპარატებით, არტილერიითა და რაკეტებით”, - წერს განჟა ტელეგრამარხზე. თავდასხმის სამიზნეებს შორის იყო - მრავალბინიანი კორპუსი, კერძო სახლი, ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტი.

კრივოი როგის ორ რაიონში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

"ნასას" (NASA) აქტიური ხანძრებისა და თერმული ანომალიების მონიტორინგის სერვისის, FIRMS-ის თანამგზავრული მონაცემებით, სავარაუდოდ, დაზიანდა უკრაინის სამთო-მეტალურგიული კომპლექსის უდიდესი საწარმო -"არსელორმიტალ კრივოი როგი" (ArcelorMittal Kryvyi Rih) - ინფორმაციას უკრაინის მედია ავრცელებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG