Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილის მოპარვა თბილისში - დაკავებულია ორი ადამიანი

დაკავებულებიდან ერთი არასრულწლოვანია
დაკავებულებიდან ერთი არასრულწლოვანია

შს სამინისტროს ინფორმაციით, "წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ" ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია.

ბრალდებულები ნაქურდალი
ავტომობილით "დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ", სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და თავად მიიმალნენ”, - აცხადებს შსს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ “ერთ-ერთი კომპანიის
კუთვნილ ავტომობილს”, თბილისში.

საქმეს ძველი
თბილისის მთავარი სამმართველო იძიებს.

რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.


შსს-ს თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც 10
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG