Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის აკადემია მაგისტრატურაში 20 სტუდენტს მიიღებს

გელა გელაძე - სუსის უფროსი
გელა გელაძე - სუსის უფროსი

საქართველოს მთავრობის სახელით „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას 20 სტუდენტის მიღება შეეძლება მაგისტრატურაში. ამით ცვლილება შევიდა 2026 წლის 12 თებერვლის დადგენილებაში.

სამაგისტრო საფეხურზე სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამში 3410 სტუდენტს მიიღებენ.

მიმდინარე წლის 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სუსის სასწავლო ცენტრი „რეფორმის ფარგლებში“ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა.

ამ სტატუსის მიღების შემდეგ სასწავლებელს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება შეუძლია. გუშინ, 17 აგვისტოს კი „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.

სუსის სასწავლო ცენტრი მსურველებს სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსს სთავაზობდა. ასევე ახორციელებდა პროექტს „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“. როგორც სასწავლო ცენტრის ფეისბუკის გვერდი იტყობინებოდა, პროექტის მიზანი იყო „მსმენელებისთვის პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG