Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიესა და ხერსონში მსხვერპლია რუსული დრონებით შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგები ზაპოროჟიეში (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგები ზაპოროჟიეში (საილუსტრაციო ფოტო)

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის შეტევას უკრაინის ქალაქებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე.

ქალაქ ხერსონზე დრონებით შეტევა 19 აგვისტოს დილით იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამგზავრო მიკროავტობუსს. დაიღუპა 4 და დაიჭრა 5 ადამიანი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევისას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქალაქ ზაპოროჟიეში 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები, რომლებიც 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია.

დაზიანებულია ენერგოობიექტებიც. ადგილობრივი ენერგოკომპანიის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეს მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

  • უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ომის დანაშაულია.
  • რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს უარყოფს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG