Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის არ სურს ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება ამჟამად მეტისმეტად საშიში იქნება უკრაინისთვის.

ეს მან თქვა უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოწოდების საპასუხოდ, მოეწყოს არჩევნები უკრაინაში რუსეთთან მიმდინარე ომის პერიოდში.

„მჯერა, რომ ასეთ ომში არჩევნები თავისთავად უზარმაზარი საფრთხეა. არჩევნები ახლა არის ცუნამი
ქვეყნისთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს“, - განაცხადა ზელენსკიმ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა, მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, რომლის თანამდებობიდან დათხოვნას გასულ თვეში საპროტესტო აქციები მოჰყვა, 18 აგვისტოს ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა იპოვოს გზა არჩევნების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომი გრძელდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG