დემონსტრანტებს ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ. აქციის მონაწილეებს უკრაინის დროშის გაშლა სურდათ საავტომობილო გზის ნაწილზეც, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
დღეს უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ. მან უკრაინას მშვიდობა, სიმტკიცე და კეთილდღეობა უსურვა:
„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს უკრაინას“.
წელს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 35-ედ აღნიშნავს. წელს მეხუთედ აღინიშნება ეს დღე მაშინ, როცა ქვეყანა ომშია. საომარი მოქმედებები რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ ბომბავს ქვეყნის სხვადასხვა ოლქს, მათ შორის დედაქალაქ კიევს. საპასუხო ქმედებები აქვს უკრაინასაც.
ფორუმი