Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს ოპოზიციონერი ექსპრეზიდენტი და მისი ვაჟი

რობერტ ქოჩარიანი საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს.
რობერტ ქოჩარიანი საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, - ერთ-ერთი პრორუსულად მიჩნეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, - 25 აგვისტოს დილის საათებში სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, რადიო თავისუფლების სომხურს სამსახურს ანტიკორუფციულ კომიტეტში დაუდასტურეს ქოჩარიანისა და მისი ვაჟის დაკავება. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს, თუმცა სამართალდამველებს მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ.

ამასთან, სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მისი ვაჟის, პარლამენტის მოქმედი წევრის, „სომხეთის ალიანსის“ ლიდერის, ლევონ ქოჩარიანის უძრავი ქონება.

წინა დღეს ლევონ ქოჩარიანსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტში, ფაშინიანის მოხსენებისას. ქოჩარიანი ოპოზიციის „პოლიტიკურ დევნაში“ სდებდა ბრალს ფაშინიანს, ის კი ქოჩარიანების „უკანონო ქონებაზე“ საუბრობდა.

რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბაგრატ მიკოიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს „ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან მორიგი თავდასხმაა“.

  • ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის და მისი ხუთი თანაგუნდელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ნებართვა სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2026 წლის 18 ივნისს გასცა.
  • ქოჩარიანს ბრალი დასდეს თანამდებობით ბოროტად სარგებლობასა და ფულადი სახსრების გათეთრებაში. მას კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს.
  • კიდევ უფრო ადრე ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ეს ცნობილი გახდა აეროპორტში, როცა ის სამდღიანი „პირადი ხასიათის“ ვიზიტით აპირებდა უცხოეთში გამგზავრებას. მისმა შვილმა ლევონ ქოჩარიანმა მედიას უთხრა, რომ მამამისი რუსეთში მიემგზავრებოდა.

განახალება: ახალი ამბის სათაური შეიცვალა ქოჩარიანებსი დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ.

პირვანდელი სათაური იყო: „სომხეთში ოპოზიციონერი ექსპრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს, შვილის სახლი გაჩხრიკეს“

ფორუმი

XS
SM
MD
LG