Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ერთპალატიან არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს ულოცავს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ ერთპალატიან არჩევნებში გამარჯვებას.

კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ „დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ასევე მისი ხალხის კეთილდღეობას“.

  • 23 აგვისტოს ყაზახეთში პირველად აირჩიეს ერთპალატიანი პარლამენტი. მანამდე ყაზახეთის პარლამენტი ორპალატიანი იყო და მეჯლისისა და სენატისგან შედგებოდა;
  • შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდა 2026 წლის პირველი ივლისიდან;
  • წინასწარი შედეგებით, მანდატების უმრავლესობა მიიღო პარტიამ „ადილეტი“, რომელიც თავს უწოდებს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პოლიტიკური კურსის საყრდენს;
  • წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პარტიამ ხმების 71%-ზე მეტი მიიღო. 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ: „აუილი“(6,26%), „აკ ჟოლი“(5,21%), სოციალ-დემოკრტიული პარტია(5,11%) და Respublica (5,56%).

ფორუმი

XS
SM
MD
LG